ლონდონში უკრაინის საკითხზე შეხვედრა დასრულდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლს III-სთან შესახვედრად წავიდა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შენობიდან გამოვიდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევაიარაღოთ ევროპა. ამის შესახებ გეგმას ევროკომისია ევროპულ საბჭოს 6 მარტს შესთავაზებს. ჩვენ ძალიან უნდა გავძლიერდეთ”. – თქვა მან.
ფონ დერ ლაიენისვე განცხადებით, ლიდერებს ჰქონდათ “კარგი და გულწრფელი დისკუსია” და განიხილეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერის პოზიციაში იყოს.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები, რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდჭერას უზრუნველყოფს.
„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ეს საჭიროა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა”. – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის მისი გზავნილი აშშ-სთვის, ლაიენმა თქვა:
„ჩვენ მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეიძლება, შეიჭრა [სხვა ქვეყანაში] და დაჩაგრო შენუ მეზობელი, ან შეცვალო საზღვრები იძულებით”.