სათამაშოების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლი დაიწყება - მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება, როგორც დოკუმენტური, ისე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით“, – აცხადებს ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სათამაშოს ბაზარზე გატანამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა – იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.

სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. რეკომენდაციების შესრულება კი სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

როგორც მთავრობის ადამინისტრაცია აცხადებს, უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აღსრულებით ზომებს მიიღებენ, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებული იქნება აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს – მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.

LB loan image desktop LB loan image mobile