ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც.
„მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. დღეს გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რამის თქმა, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ბუნებრივია საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, – ამბობს თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს, მაგრამ მას განცხადება ჯერ არ დაუწერია და წლის ბოლომდე აპირებს დარჩეს თანამდებობაზე.