„საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციაში „საბას" ფინალისტები ცნობილია

პუბლიკა

ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა.

ესენი არიან:

ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის „შტილერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)
დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი. დავალება“, (გამომცემლობა „დიოგენე“)
თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“ (გამომცემლობა „პალიტრა L“)
ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (გამომცემლობა „ლოგოსი“)

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

კონკურსი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.