სავარაუდოდ, 1 იანვრიდან თბილისში ვადიანი სამგზავრო აბონემენტი ამოქმედდება

პუბლიკა

სავარაუდოდ, 1 იანვრიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ვადიანი სამგზავრო აბონიმენტები ამოქმედდება. ამის შესახებ „პუბლიკას“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, იმოქმედებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონიმენტები.

„ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესები და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მერი გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“, – გვითხრეს მერიაში.