გალის რაიონიდან, სავარაუდოდ, ექიმთან მისასვლელად გადმოსული ქალი, ანაკლიაში საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა.
კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორაციას ადასტურებენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
გალის რაიონის მცხოვრები „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ქალი ცუდად იყო, ინფარქტის ნიშნები ჰქონდა და ექიმთან ვიზიტი სჭირდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის სამართავად დაწესებული რეგულაციების გამო, კლინიკის ნაცვლად საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ენგრუზე გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინია დაწესებული. გალის რაიონის მცხოვრებლები ამ რეგულაციას აპროტესტებენ და ჩივიან, რომ კარანტინი ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრების რთულ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამძიმებს.