სავარაუდოდ მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

პუბლიკა

8 წლის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სავარაუდოდ 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი ყოფილიყო, თუმცა ამას ლაბორატორიულად დადასტურება სჭირდება.

თამარ გავრიჩიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან ექვს საათში დამძიმდა.

„27-ში შემოვიდა პაციენტი, დაავადებიდან მეორე დღეს. დაავადების დიაგნოზი იყო პნევმონია. ცხელებით მიმდინარეობდა დაავადება და პნევმონია განვითარდა. მოხდა ჰოსპიტალიზაცია, ფაქტობრივად ექვს საათში დამძიმდა პაციენტი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსდა. მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი. ფაქტობრივად, ერთი კვირა იბრძოდა ექიმთა გუნდი. ჯერჯერობით საბოლოო დიაგნოსტირება არ ხდება, რადგან ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, აღებულია მასალები და საბოლოო დიაგნოზი ალბათ 2-3 დღეში გვეცოდინება. რაც შეეხება დაავადების განვითარებას, ძალიან სწრაფად, ელვისებურად მიმდინარეობდა სეფსისური პროცესი, პოლიორგანული უკმარისობა, განვითარდა რესპირაციული დისტრესი და ბავშვი გუშინ დაიღუპა“ ,- განაცხადა თამარ გავრიჩიძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile