სავარაუდოდ, პოლონეთში უკრაინის რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ეს უკრაინის ბრალი არ არის - სტოლტენბერგი

პუბლიკა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და  პოლონეთში ჩავარდნილი რაკეტის შესახებ ილაპარაკა.

მისი თქმით, პოლონეთში გუშინდელი აფეთქება უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ტალღას მოჰყვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია, თუმცა ეს უკრაინის ბრალი არ არის, რადგან უკრაინა თავის ტერიტორიას იცავდა რუსული რაკეტებისგან.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა სტოლტენბერგის პრესკონფერენციიდან:

  • რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმის შესახებ, ან რომ რუსეთი ამზადებს სამხედრო ქმედებებს ნატოს წინააღმდეგ – ამაზე „მინიშნება არ არსებობს“;
  • აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია, თუმცა გამოძიება გრძელდება;
  • ნატო მიიჩნევს, რომ ეს უკაინის ბრალი არ არის, რადგან მას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება;
  • პოლონეთში მომხდარზე „საბოლოო პასუხისმგებლობა“ არა უკრაინას, არამედ რუსეთს ეკისრება უკრაინაში შეჭრის გამო;
  • პოლონეთს არ მოუთხოვია ნატოს სხვა ქვეყნებთან შეხვედრა შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, რომელიც ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ, თუ ფიქრობენ, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება;
  • სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა.