სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით მომღერალი კაბუ დააკავეს

პუბლიკა

ძალადობის და მუქარის ბრალდებით თბილისში მსახიობი და მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ) დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან, სავარაუდოდ, ქალზე იძალადა.

გამოძიება შსს-ს  სისხლის სამართლის კოდექსის ორი 126-ე (ძალადობის) და 151-ე (მუქარის) მუხლით აქვს დაწყებული.