საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კრიტიკული მოსაზრებებისთვის, „რეპუტაციული ზიანის” საფუძვლით კიდევ 3 თანამშრომელი გააფრთხილა: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, „შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია და „შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერი თამარ ჯინჭარაული.
სამივე მათგანის დისციპლინარული სანქციის ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი არის “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”.
მათ 12 თვის განმავლობაში ეკრძალებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.
იმ შემთხვევაში, თუ ისინი „დარღვევას გაიმეორებენ”, შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
მანამდე მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.
სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს კიდევ 4 თანამშრომელს: „რეალური სივრცის“ ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
22 მარტს სამეურვეო საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მათი ჟურნალისტების საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.
მათ ეჭვი გამოტქვეს, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ არხის პოლიტიკას, შესაძლოა დაინტერესებულნი არიან “ფინანსებით, ან პოლიტიკური ინტერესით, ან ორივეთ ერთად”.