საზოგადოებას მინდა ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის ბოდიში მოვუხადო - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

შესვენების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო.

„საზოგადეობას მინდა ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის თქვენ მაგივრად ძვირფასო ოპონენტებო ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებზე შიურაცხყოფებს, ეპითეტებს არ გამოეხმაურო, “- თქვა მან.

LB loan image desktop LB loan image mobile