საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს პირბადე აუცილებელი მოთხოვნა იქნება - პაატა იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ძირითადი და აუცილებელი მოთხოვნა ნიღბების ტარება იქნება.

„ნიღბების ტარება იქნება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცია. არ არის ადვილი, დაიცვა ტრანსპორტში, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა“, – განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა.

19 მაისის მონაცემებით, დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების მუშაობა, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე, აგრარული ბაზრების მუშაობა, მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობა, ავტოსამრეცხაოები და სერვისები, სარეკრეაქციო ზონების ფუნქციონირება, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, საცალო და საბითუმო მაღაზიები [გარდა მოლებისა], რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, ყველა სახის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება, საგამომცემლო საქმიანობა; 18 მაისიდან გაიხსნა ესთეტიკური სილამაზის ცენტრები და სალონები, მოიხსნა ღია და დახურულ სივრცეში 3 ადამიანის შეკრების შეზღუდვა, თუმცა ეს წესი ძალაშია ავტომობილით გადაადგილების დროს;