სეფაშვილი: როგორც ჩანს, შეკრულები არიან Facebook-ის სათავო ოფისთან

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“, ეკა სეფაშვილი Facebook-ზე „ოცნების“ ქარდების დეზინფორმაციად მონიშვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ [„ოპოზიცია და NGO სექტორი] შეკრულები არიან Facebook-ის სათავო ოფისთან.

„სათავო ოფისს მიაწოდეს ეს ინფორმაცია და დაბლოკეს ქარდები, თუმცა ეს მათ ვერ უშველის. საზოგადოება უკვე ისედაც ინფორმირებულია. ამან წარმოაჩინა უბრალოდ ის, რომ ისინი როგორც ჩანს, შეკრული არიან ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ სათავო ოფისთან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში 7 აპრილს.

META-მ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გამოქვეყნებული ვიზუალური მასალები, რომლითაც ისინი რუსული კანონის გამართლებას ცდილობენ, მცდარ ინფორმაციას მონიშნა და წაშალა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ახალი ვიზუალური მასალების კამპანიური გავრცელება დაიწყო.