სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ფასი საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის უცვლელი რჩება. ეს ეხება როგორც უმცირხველო (სულადობრივი გადასახადი), ისე გამრიცხველიანებულ აბონენტებს.
იზრდება ტარიფები GWP-ის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით.
წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სემეკის განმარტებით, წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით.
ამ მიზნით, სემეკთან შეთანხმებით, GWP 3 ქალაქში, 2024-2026 წლებში 363 868 823 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საინვესტიციო პროექტების მიზანია სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება.