სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე დაღუპულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა

პუბლიკა

სამხრეთ კორეაში, სეულში, ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავდა 100-მდე ადამიანი, ხოლო  ასეულობით ადამიანს ეძებენ.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ჰელოუინის ღონისძიებაზე რამ გამოიწვია მასობრივი ჭყლეთა ჯერჯერობით ისევ უცნობია.

დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.