შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა

პუბლიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშვნის შესახებ.

კენჭისყრისას შალვა თადუმაძეს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო. შალვა თადუმაძესთან ერთად უვადო მოსამართლედ დაინიშნა ასევე მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. პარლამენტმა მის კანდიდატურასაც მხარი დაუჭირა.

დღეს იურიდიულ კომიტეტზე კენჭისყრისას შალვა თადუმაძემ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. მის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა. 1 წევრი იყო მხოლოდ წინააღმდეგი – ეკა ბესელია. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის არცერთ წარდგენილ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.


პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მოქალაქეეები, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მოსამართლეობის ამ კანდიდატების მხარდაჭერას. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ამ სიას.