შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება – TI

პუბლიკა

იურიდიულმა კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ უზენაესის უვადო მოსამართლედ გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აქვეყნებს მასალას, რომელშიც შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზეა საუბარი.

შალვა თადუმაძემ პარლამენტში გასაუბრებისას თავის იურისტის დიპლომთან დაკავშირებულ შეუსაბამობებზე განმარტებები გააკეთა. მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ორგანოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან წერილიც წარადგინა.

როგორც TI-ში ამბობენ, აღნიშნული ინფორმაციის, საარქივო მასალისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ არ დასტურდება მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ვრცლად გაეცანით აქ;

LB loan image desktop LB loan image mobile