შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში დაშავებული პირი დაზარალებულად ცნეს - ადვოკატი

პუბლიკა

ადვოკატ მზია ქასრაშვილის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში დაშავებულ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ ქასრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მეორე ეპიზოდში, პირველი მანქანა როდესაც გაჩერდა იმ დროს მიიღო დაზიანება. ვინ მიაყენა დაზიანება ვერ ასახელებს იმიტომ, რომ ღამე იყო. ისეთი ღამე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი თუ ტელეფონის ან მანქანის შუქით არ გაანათებდი და ამ დროს ვიღაცამ ჩაარტყა არ ვიცი მუშტი თუ სხვა რაიმე საგანი, შეიძლება რკინა ჰქონდა ხელში არ ვიცი იმიტომ, რომ ცხვირი აქვს გატეხილი”, – განაცხადა ქასრაშილმა.

დღეს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების ბრალის წაყენების პროცესი დაიწყო.

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ 17 პირი დააკავა, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანიც. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.