შარლ მიშელი: დავამატებ საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო დღის წესრიგს

პუბლიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღბა უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.
ამასთან, მიშელის განცხადებით, საქართველოს საკითხი ევროპული საბჭოს მომდევნო დღის წესრიგში დაემატება, რის მიზეზადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის აშკარა ევროპული არჩევანის მხარდაჭერა დაასახელა.
„ევროპის საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს.
პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.
ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.
ამ მიზეზით, მე დავამატებ საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო დღის წესრიგს“, – წერს შარლ მიშელი თავის X-ზე.