შეფასდება, როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობა – ჯაფარიძე უფლებამოსილების შეუწყვეტაზე

პუბლიკა

„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ მას პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა იქნება. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ, მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების” მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია,”- განაცხადა ჯაფარიძემ.