შეიძინე  „Imagine Dragons-ის“ კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად

TKT.GE- და Super app-  სასიამოვნო სიახლე აქვთ მათთვის, ვინც საქართველოში ვარსკვლავთცვენას მოუთმენლად ელოდება! „Starring Georgia-ფარგლებში დაგეგმილი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს TNET-ის Super app-ის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში შეიძენთ.

ბოლო ათწლეულის ერთერთი ყველაზე წარმატებული ბენდი „Imagine Dragons“ თბილისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 31 აგვისტოს ეწვევა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლასვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ „Mercury-ისტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

კონცერტის ბილეთი TNET-ის Super app-ში 11 მაისის 16:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად, აპლიკაციაში Star Ring-ის კატეგორიის ბილეთი დაგხვდებთ.

ბილეთის Super App-იდან შესაძენად, საჭიროა:

ჩამოტვირთოთ აპლიკაცია;
გაიაროთ რეგისტრაცია;
მიაბათ თქვენს პროფილს საბანკო ბარათი.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android სისტემებისთვის. გადმოწერე Super App- და შეიძინე ბილეთი სწრაფად და მარტივად: bit.ly/superapp-tnet

„Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელითანავარსკვლავედისმასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

Starring Georgia- მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.