„შეიძლება იფიქრონ, რა პოეზია, გახლეჩილია ეს ქვეყანა... სწორედ ახლაა პოეზიის დრო“ - პრეზიდენტი

პუბლიკა

„შეიძლება, ვიღაცამ დღეს იფიქროს და აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. სწორედ ახლა არის პოეზიის დრო“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოეტ ტარიელ ხარხელაურის წიგნის პრეზენტაციასა და დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე არ ვიცი, სხვა რამ შეიძლება მოგცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა „ვივამედში“ სააკაშვილის პალატიდან, რომელშიც, მათი თქმით, ასახულია, როგორ ეურჩება ექსპრეზიდენტი ექიმებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე.

უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.

უფლებადამცველების ნაწილის შეფასებით, გავრცელებული კადრები ემსაუხრებოდა მიხეილ სააკაშვილის პატივის და ღირსების შელახვას, რაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და არა საზოგადოების მაღალ ინტერესს.