შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაული, მაკიაჟი ან კრემი - სახლში შესვლის და გამოსვლის პროტოკოლი

მინდია გაბაძე

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია კორონავირუსისგან დასაცავად სახლიდან გამოსვლისა და სახლში შესვლის წესებს ავრცელებს:

სახლიდან გასვლის პროტოკოლი:

1. ჩაიცვით გრძელმკლავიანი;
2. შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;
3. თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს;
4.შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
5. თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს;
6. როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი;
7. დაკუჭეთ ხელსახოცი და გადააგდეთ;
8. ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე. აიფარეთ იდაყვი;
9. შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული. თუ გამოიყენებთ დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;
10. დაიბანეთ ხელი  ნებისმიერი საგნის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;
11. არ შეეხოთ სახეს სანამ ხელს არ დაიბანთ;
12. დაიცავი დისტანცია.

სახლში შესვლის პროტოკოლი:

1. სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ, არაფერს შეეხოთ;
2. გაიხადეთ ფეხსაცმელი;
3. თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;
4. გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;
5. შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;
6. მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;
7. გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;
8. გარეთ ნაყიდი ნივთების შენახვამდე გაასუფთავეთ სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);
9. ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები, გადაყარეთ და დაიბანეთ ხელი;
10. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში). მიზანი არის რისკის შემცირება.

გადადით ბმულზე და დამატებით გაეცანით ხელების წყლითა და საპნით დაბანის წესებს.

  • 90720688-2707685946187614-2180719341887029248-o
  • 91035863-2706688546287354-7831547292850061312-o
  • 01 /