შეიქმნება ჯგუფები და ხვალ წავალთ ნამოხვანში - გოლეთიანი

პუბლიკა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი დღეს ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. როგორც ის ამბობს, შეიქმნება ჯგუფები და ხვალ ისინი სოფელ ნამოხვანში გაემგზავნებიან და თუკი კომპანია სამუშაოებს გააგრძელებს, გააპროტესტებენ მას.

„ორშაბათი დღეა ხვალ, კომპანიას უნდა ეყოს იმდენი ჭკუა, რომ სამუშაოები არ განაახლოს. ჩვენ დღეს რომელ ჯგუფებსაც შევადგენთ, გადავინაცვლებთ ნამოხვანში და თუ ჩაირთვება ტრაქტორი, ყველანი დავდგებით იქ. ასევე, თუ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევხვდებით თბილისში და ჩვენი მოთხოვნები ამის მერე იქნება გაცილებით უფრო მძიმე”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ჰესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. 

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.