მოვითხოვთ ნათია თურნავას გადადგომას - ვარლამ გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოითხოვენ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას. ამის შესახებ ის „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებს.

დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.

„რადგან 28 თებერვალს გამართულ აქციაზე იყო უამრავი ადამიანი მოსული და შემდეგ ამ ხალხს სჭირდებოდა კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, ჩვენ შეხვედრაზე სწორად ამ მიზანდასახულობით მივედით, მაგრამ მინისტრის შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ აღაშფოთა მთელი ერი, ამიტომ ვითხოვთ მის გადადგომას”, – ამბობს გოლეთიანი.

12 მარტს ქუთაისის მერიაში ჰესთან დაკავშირებით მსჯელობა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით უნდა გამართულიყო.

შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეკრებულ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აცნობა. მოკლე კომენტარი ასევე გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. შემდეგ ისინი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად გავიდნენ ოთახიდან და უკან შეხვედრაზე აღარ დაბრუნებულან. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები დარჩნენ.


ჰესთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია:

„1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.

LB loan image desktop LB loan image mobile