„შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს - ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა | „ლელოს“ 3-პუნქტიანი ინიციატივა

პუბლიკა

„შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს – ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა, ბიზნესის რეგისტრაცია“- „ლელო“ 3 – პუნქტიან ინიციატივას აქვეყნებს.

„ქვეყანაში სიტუაცი ბევრად რთულად არის ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სასაწრაფოთ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები რათა სახელმწიფომ დაიწყოს კონტროლი საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე, განსაკუთრებით კი ოკუპანტი ქვეყნიდან”, – ამბობენ პარტიაში.

„ლელოს“ გამოდის ინიციატივით:

  • ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი (რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ);

  • შეიზღუდოს, ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ);

  • შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო აგრესიას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ).

როგორც პარტიაში ამბობენ, დღესვე „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.