შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა - კრამონი ლუკაშენკაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ შეხსენებაა, რომ „ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა”.

„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს შეხსენებაა რუსეთის ყველა დამაშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!”, – წერს ის Twitter-ზე.

გუშინ, 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.