შეხვედრებზე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი დეგნანის მიმართ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

პუბლიკა

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, – განუცხადა ჟურნალისტებს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

მისი განმარტებით, ეს თავდასხმები ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.

„შეხვედრების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ეწევა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად და გასავითარებლად  და ასევე, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზადყოფნისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის, ამ საკითხების გადასაჭრელად.

თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ.

მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, – განაცხადა ბონი ჯენკინსმა.

LB loan image desktop LB loan image mobile