შემაჯამებელი სხდომის პარალელურად ცესკოსთან აქცია იმართება

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე შემაჯამებელი სხდომის პარალელურად აქცია იმართება.

დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესს ოფიციალურად დახურავს. ცესკოს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

ცესკოს შენობის მიმდებარედ აქციაზე იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გამოსახულებით „ფიტული“. აქციის მონაწილეებმა ასევე გააბეს ყვითელი ლენტი, რომელზეც ცესკოს წევრების ფოტოები ჩამოკიდეს.

„ეს არის სახალხო სასამართლო საბოლოო სხდომის პარალელურად , პოლიციის ლენტით გარშემორტყმული ცესკო და ცესკოს თავმჯომარე, კომისიის წევრები, რომლებიც აყალბებენ ოქმებს და დღეს უნდათ, გაყალბებული საბოოლოო შემაჯამებელი ოქმი წარუდგინონ საქართველოს მოქალქეებს, რომელთა ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას და არ გამოუცხადა ნდობა ხელისუფლებას“, – ამბობს „ტვ პირველის“ ეთერში აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დავით კირთაძემ („ნაციონალური მოძრაობა“), და დავით გურგენიძემ („ევროპული საქართველო”) და ხათუნა სხირტლაძემ („პატრიორთა ალიანსი“).