დღეს დილიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორხევის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრია.
„შემახვედრეთ კალაძეს… დავიღუპები… სადისტებო…“, – ისმოდა დღეს დასახლებაში.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, „არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობა“.