სახელმწიფო მიწების დატაცებისა და უკანონო მშენებლობის შესაძლებლობას არავის მივცემთ – კალაძე

პუბლიკა

„ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობა“, – ასეთი იყო თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დანგრევაზე.

„თქვენ არაერთი ასეთი ფაქტი იხილეთ, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება…“, – განაცხადა მან.

დღეს, დილიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორხევის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრია.

LB loan image desktop LB loan image mobile