„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი” – წერს სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია. სწორედ ასე გამოეხმაურა ის უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას.
„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს! “, – წერს facebook-ზე ნიკა გვარამია.
19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. უზენაესმა დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.