„შემდეგში ვეცდები, ომის განრიგი გადავიტანო“ - ზელენსკი იტალიის პრემიერთან საუბრის ჩაშლაზე

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე ეხმაურება იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის კომენტარს, რომ მას დილით „ორმხრივი ზარი ჰქონდა დაგეგმილი ზელენსკისთან“, თუმცა საუბარი ვერ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი „აღარ იყო ხელმისაწვდომი“.

„დღეს დილის 10:30 საათზე ჩერნიგოვის, ჰოსტომელისა და მელიტოპოლის შესასვლელებთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო  მარიო დრაგს. ამავდროულად უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისი ხალხისთვის“, – წერს ტვიტერზე ზელენსკი.