შექმენი მონაცემთა საუკეთესო ვიზუალიზაცია და მოიგე ფულადი პრიზი

პუბლიკა

ფორსეტის გუნდმა, Open Government Partnership-ის ინოვაციების გრანტის მხარდაჭერით, პლატფორმა Askgov.ge შექმნა.

პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-მდე საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ ინფორმაციას.

Askgov.ge-ს მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსის ფარგლებში კი, საშუალება გექნებათ, შექმნათ მონაცემთა ვიზუალიზაცია და მოიგოთ ფულადი პრიზები. საპრიზო ფონდი 6000 ლარია.

ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ხელისუფლება კი ამ ფულს სხვადასხვა მიმართულებით ხარჯავს. ეს მიმართულებები ჩვენი ცხოვრების პირობებზე ახდენს ზეგავლენას, ჯანდაცვით დაწყებული, ეროვნული თავდაცვით დამთავრებული. ზოგი ხელისუფლება ამას კარგად აკეთებს, ზოგიც — ცუდად.

რაც მეტი გვეცოდინება საჯარო უწყებების მუშაობაზე, მით უკეთ შევძლებთ, შევაფასოთ მთავრობის საქმიანობა, ვიყოთ უფრო აქტიური მოქალაქეები და ხმამაღლა ვისაუბროთ იმ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ყოველივე ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ხელი მიგვიწვდებოდეს ინფორმაციაზე.

იმისთვის, რომ დაგვეწია ბარიერებ, რომელთაც მოქალაქეები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას აწყდებიან, და შეგვემცირებინა რისკი, რომ მთავრობის რომელიმე შტო ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციას დამალავს — ფორსეტის გუნდმა, ღია მმართველობის პარტნიორობის ინოვაციების გრანტის მხარდაჭერით, პლატფორმა Askgov.ge შევქმენით. პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-მდე საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ ინფორმაციას.

ამ ეტაპზე საიტი ბეტა ვერსიაში მუშაობს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მოხარული ვიქნებით, თუ შეგვატყობინებთ.

კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:

  • ინტერაქტიულ ვიზუალიზაციას (იტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
  • სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
  • ანიმაციურ გიფს;
  • სხვას.

ვიზუალიზაციის შესაქმნელად, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ხელსაწყო გამოიყენოთ, მაგალითად Piktochart, Canva, Adobe Illustrator, Tableau, Adobe Premiere და ა.შ.

https://askgov.ge/ -ზე მონაცემების ნაწილი უკვე განთავსებულია, ნაწილიც პერიოდულად დაემატება. თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ მონაცემებს და საინტერესო თემის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე არსებული მონაცემები გამოიყენოთ. გარდა ჩვენ მიერ განთავსებული მონაცემებისა, თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენვე გამოითხოვოთ მონაცემები ამავე პორტალიდან და დაელოდოთ პასუხს.

მონაცემების გამოთხოვა ძალიან მარტივია. დამატებით ინსტრუქციას გამოთხოვის შესახებ ამ ბმულზე იპოვით — https://askgov.ge/ka/help/about

*გაითვალისწინეთ, რომ ყველა საჯარო უწყება პასუხს დროულად არ აბრუნებს, ასე რომ, როცა მონაცემებს გამოითხოვთ, გირჩევთ, რამდენიმე წერილი გაუგზავნოთ რამდენიმე საჯარო უწყებას, რათა გაზარდოთ პასუხის დაბრუნების შანსები.

** ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის კონკურსებს მთელი წლის განმავლობაში გამოვაცხადებთ. ახლა გამოთხოვილი ინფორმაცია ამ კონკრეტულ კონკურსში რომ არც გამოიყენოთ, შეიძლება, მომავალ კონკურსებში გამოგადგეთ.

Მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალურად ან მეწყვილესთან ერთად.

ჯამური საპრიზო ფონდი  შეადგენს. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება, დამოკიდებულია შემოსული აპლიკაციების საერთო რაოდენობაზე და დასრულებული პროექტების ხარისხზე.

თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ https://askgov.ge/-ზე არსებულ მონაცემებს და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი თემის არჩევა. გარდა ჩვენ მიერ განთავსებული მონაცემებისა, თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენვე გამოითხოვოთ მონაცემები ამავე პორტალიდან და დაელოდოთ პასუხს. თუმცა, გაითვალისწინეთ, პასუხის მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება.

 — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. მოინიშნეთ თარიღი და აუცილებლად შემოგვიერთდით!

ამ კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.

: დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები ამავე დღეს გამოვლინდება.

  •  რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი? (10 ქულა)
  •  რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა? (10 ქულა)
  •  რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის? (10 ქულა)
  •  რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს? (10 ქულა)
  •  რამდენად დასრულებულია პროდუქტი? (10 ქულა)
  •  რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე? (10 ქულა)
  •   რამნდენად ბევრი მონაცემი გამოითხოვა მოაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან?* (5 ქულა)

*ბონუს ქულები დამოკიდებულია მონაწილის მიერ პორტალიდან გამოთხოვილი მონაცემების რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო უწყებები პასუხს დააგვიანებენ და ამ კონკურსზე ვერ შეძლებთ აღნიშნული მონაცემების გამოყენებას, შეგიძლიათ, მონაცემები მომავალ კონკურსებში გამოიყენოთ.

ამ ეტაპზე საჭიროა, შენი ინტერესი ფორმის შევსებით დააფიქსირო და შენ შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარო. ეს დაგვეხმარება, პერიოდულად უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკურსის შესახებ: ინფო სესიაზე, მენტორობის სესიებზე და ა. შ.

Შეავსე ეს ფორმა 25 იანვრამდე: https://forms.gle/S3Q3ThSw48Nih6sY7

დაუკავშირდით თეონა თომაშვილს- teona@forset.ge

ეს ბლოგ-პოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.

LB loan image desktop LB loan image mobile