შერიგების პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გიორგი ვაშაძეს კი შევურიგდი - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  შერიგების პროცესს სკეპტიკურად უყურებს,  „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო.

„გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, ხელი ჩამოვართვი – ვთქვი, ბარემ, აქედან საქმით დავიწყო-მეთქი. დავუძახე, მოდი შეგირიგდე-მეთქი და შევურიგდი. ეკა ბესელია მანამდე წავიდა, მაგრამ არ შევურიგდებოდი. ადამიანებში გულახდილობა მომწონს.

პრეზიდენტის გამოსვლაში მომეწონა ის, რომ თქვა, არ ვიცი, არც სქემა მაქვს მოფიქრებული და არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ცდას არ დავაკლებ, რომ გარკვეულ საკითხებამდე მივიდეთო. მისი ეს გულწრფელობა მომეწონა. ამ პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ეს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს, თორემ ვაშაძეს კი შევურიგდი. ვიცი, რომ ინტენსიური შეხვედრები იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


გუშინ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღება გამართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.