შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი - ტიკარაძე, ე.წ. ეკლესიის კლასტერზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო დახმარების ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის კითხვას, ე.წ. ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ არის.

„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას – არსებობს თუ არა ისეთი პაციენტი, რომელსაც უკვე გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და შემდგომ აღმოჩნდა რომ გადატანილი ჰქონდა ისე, რომ არ მოხვედრილა სტაციონარში? – ტიკარაძემ უპასუხა, რომ ასეთი რამდენიმე მოქალაქეა.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული. ამ ადამიანებში ჩვენ უკვე გვყავს ისეთები, რომლებზე მორიტორინგი დღესაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.