შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით საქართველოში რუსეთის გავლენას - გენერალი ბრაუნი

პუბლიკა

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის გენერალს, ჩარლზ ბრაუნს ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ დაუსვეს კითხვა. მან თქვა, რომ აშშ შეშფოთებულია და აკვირდება საქართველოში რუსეთის გავლენას.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რაც საქართველოში აქვს რუსეთს. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული.

იცით, რომ გასულ კვირას, NATO-დან კოლეგებს შევხვდი – ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, როგორ ვმუშაობთ ერთად NATO-ს პარტნიორი ერების სუვერენიტეტისთვის და ასევე, ევროპაში ზოგადი უსაფრთხოების სიტუაციისთვის”, – განაცხადა მან.