შეუძლებელია პროტესტის გარეშე შეხვდეს ოპოზიცია შოთაძის დანიშვნას - ბოკუჩავა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას გააპროტესტებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. სწორედ ერთობლივი ძალებით ვაპირებთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. საინტერესოა, ამჯერად რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომელთაც დაკარგული აქვთ სახე და საზოგადოების ნდობა. ასევე შოთაძეს, რეციკლირებულ პროკურორს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვს. საინტერესოა, მას რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ. ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად პარლამენტის ყველა შესასვლელთან ვიყოთ“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

17 თებერვალს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.