შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ჩემი პრობლემა იყო, რომ ოლსონის თანამდებობა არ ვიცოდი - კალაძე

პუბლიკა

„იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან- მრჩევლის მოადგილე. ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“,- ასე განმარტა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონთან დაკაშირებით მისი გუშინდელი განცხადება.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. `საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას”, – წერს იან კელი.