შევდივართ ე.წ. ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გავრცელება იქნება მეტი – ხუნდაძე

პუბლიკა

მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, დიმიტრი ხუნდაძე, დღეს მთავრობის კანცელარიაში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის შეკავების ფაზა წარმატებით გაიარა, მაგრამ ახლა ახალ ფაზაში გადადის.

„ჩვენ პირველი ფაზა წარმატებით გავიარეთ, შეკავების ფაზას ვგულისხმობ. ახლა შევდივართ ე.წ. ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გავრცელების ფაქტები იქნება მეტი. ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანით უკეთესი შედეგი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ამჟამად 38 ინფიცირებული პაციენტია.