შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება | პეტიცია

პუბლიკა

ხელმოსაწერად ვრცელდება პეტიცია, რომლითაც ითხოვენ შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება მოქალაქეების გადახდილი გადასახადებით.

„2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა, ტრაგიკული დასასრული აქვს. დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.

ცნობილია, რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სხვადასხვა გადასახადისგან. აღმოჩნდა, რომ საპარტიარქო, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.

ჩვენ, ხელმომწერები მოვითხოვთ, შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციას ხელს 1721 ადამიანი აწერს.