შეწყვიტეთ აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს - სამხარეო პოლიციის უფროსი

პუბლიკა

გუმათჰესთან რიონის ხეობის დამცველები არიან შეკრებილი. დღეს დილით პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტა. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად რკინის კონსტრუქციებზე აბრახუნებენ.

რამდენიმე წუთის წინ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რკინის ჯებირებზე ბრახუნი არის აგრესია. პოლიციის უფროსის თქმით, თუ ისინი ჯებირზე ბრახუნს არ შეწყვეტენ, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას.

„მე ჩემს განცხადებებზე და ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელი ვარ და გეუბნებით, შეწყვიტეთ ეს აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს“,  – განაცხადა სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა.