შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

პუბლიკა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე, არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.