შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა.
შსს-ს ცნობით, კირკიტაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში.
შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე 6 მოადგილე ჰყავს: როლანდ მესხი, ალექსანდრე დარახველიძე გიორგი სახოკია, შალვა თადუმაძე, მარიამ ტაბატაძე და გაგა კირკიტაძე.