შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

პუბლიკა

მთავრობის ინიციატივითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას. ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.