ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების საელჩოებმა და ელჩებმა შიო III-ს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან – ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას“, – წერს აშშ-ის საელჩო.
ევროკავშირის წარმომადგენლობა კი მილოცვის ტექსტში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
„იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტში.
„ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის აღსაყდრებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად“, – წერს ნიდერლანდების საელჩო.
შიო III-ის აღსაყდრებას ეხმაურება გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც.
„მიტროპოლიტ შიო მუჯირს, ამჟამად შიო III-ს, ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს.
„მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო“, – ციტირებს პეტერ ფიშერი ბიბლიას მისალოც ტექსტში.
მასალა ახლდება