უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ბოლო დეტალებზე მუშაობა აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტზე და შეთანხმება ოფიციალურად, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში გაფორმდეს.
შმიჰალის ცნობით, უკრაინა ამჟამად „ამუშავებს საბოლოო დეტალებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად“ და პირველი ვიცე-პრემიერი უკვე გაფრინდა ვაშინგტონში.
მან, ასევე, ისაუბრა ამ შეთანხმების ფარგლებში აშშ-სთან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს ყველა რესურსზე, წიაღისეულსა და ინფრასტრუქტურაზე.
კერძოდ, შმიჰალის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება პარტნიორული თანამშრომლობა და ფონდში წილები განაწილდება 50/50 პრინციპით – ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს ცნობით, აშშ-ს შეეძლება ახალი სამხედრო დახმარება ჩათვალოს ფონდის შენატანად.