შოვში დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

პუბლიკა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს სამაშველო სამსახურის თანაშრომლებმა შოვში სამძებრო სამუშაოებისას 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაციით, შოვში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა. 20-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.


რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 23 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

LB image desktop LB image mobile