შოვში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან - მთავრობა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩაერთვებიან.

„2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილ ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა მოაწერა ხელი, “- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.  შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.