შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ვერტმფრენით მიემგზავრებიან მაშველები - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გავრცელდება.

როგორც გამოცემა „საქართველოს ამბები“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მიწის მასის ქვეშ 16 ადამიანია მოყოლილი, რომელთა შორის 6 ბავშვია. მათივე ცნობით, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.